გერმანიის პოლიციამ ორი პირი დააკავა, რომლებიც სავაჭრო ცენტრში ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ

გერმანიის პოლიციამ ქალაქ დუისბურგში ორი პირი დააკავა, რომლებიც სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ტერაქტს გეგმავდნენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ორივე დაკავებული წარმოშობით კოსოვოდან არის. დაკავებულების შესახებ სხვა დეტალები არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ გერმანიაში 24 წლის ტუნისელის ანის ამრის ძებნის ოპერაცია გრძელდება, რომელიც 19 დეკემბერს ბერლინში მომხდარ ტერაქტში ძირითადი ეჭვმიტანილია. მის შესახებ ინფორმაციისთვის 100 ათასი ევროს ოდენობის ჯილდოა დაწესებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები