სირიის რეჟიმმა ალეპოზე სრული კონტროლი დაამყარა

სირიის რეჟიმმა ალეპოზე სრული კონტროლი დაამყარა და ხუთწლიანი სამოქალაქო ომის განმავლობაში ყველაზე გადამწყვეტ მომენტს აღნიშნავს, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მედია ავრცელებს.
ნოემბრის ბოლოს, ამბოხებულების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე ავიაიერიშების დახმარებით შეიარაღებული ძალების შესვლის შემდეგ, სირიის მთავრობამ აღმოსავლეთ ალეპოს მნიშვნელოვანი ადგილები დაიბრუნა.
გაეროს ინფორმაციით, 2011 წელს დაწყებული ომის შემდეგ, სავარაუდოდ, მოკლულია 400,000 სირიელი, 4.81 მილიონზე მეტი ქვეყნიდან გაიქცა.
სირიაში კონფლიქტი 2011 წლის მარტში დაიწყო, როდესაც სირიის ქალაქ დერააში კედლებზე ანტისახელისუფლო ლოზუნგები გამოჩნდა. პოლიციამ ოპოზიციის აქტივისტები დააკავა და ციხეში სასტიკად სცემა, რის პასუხადაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სამთავრობო დაწესებულებების დარბევა დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები