ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია შეფერხებულია

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, დიდთოვლობისა და გაუმართავი ავტომობილების გამო, აღმოსავლეთ ალეპოდან ათასობით მშვიდობიანი მოქალაქისა და მეამბოხე მებრძოლის ევაკუაცია შეფერხებულია.
“21-22 დეკემბერს, 4000-ზე მეტი მებრძოლი ავტომობილებით, ფურგონებითა და პიკაპის სატვირთოებით გადაიყვანეს ალეპოს პროვინციის სოფლებში, თუმცა ათასობით ადამიანი კვლავ ადგილზე რჩება. ცუდი ამინდი – დიდთოვლობა და ქარი, ასევე, გაუმართავი ავტომობილები ევაკუაციას უფრო მეტად ანელებს, ვიდრე ველოდით. ევაკუაციის დროს, ბევრ მანქანას ბუქსირით თრევა დასჭირდა. პროცესი მთელი ღამე გაგრძელდება და სავარაუდოდ, პარასკევამდე გასტანს. ყველა ავადმყოფი, დაჭრილი და სხვა სოციალურად დაუცველი (დაახლოებით 34,000) ადამიანი ევაკუირებულია და აღმოსავლეთ ალეპოს ბოლო საავადმყოფო უკვე დაცარიელდა”,- განაცხდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთის ოპერაციებში კრისტა არმსტრონგმა.
ალეპოდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. გაერომ ევაკუაციის პროცესზე დამკვირვებლები გაგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები