თურქეთში მოკლული რუსეთის ელჩი მოსკოვში დაკრძალეს

რუსეთის ელჩი თურქეთში ანდრეი კარლოვი, რომელიც ანკარაში 19 დეკემბერს მოკლეს, დღეს მოსკოვში დაკრძალეს. დაღუპულ ელჩს პანაშვიდი რუსეთის პატრიარქმა კირილემ გადაუხადა.
დაკრძალვამდე ელჩთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში გაიმართა. სამგლოვიარო ცერემონიაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მონაწილეობდნენ.
ოთხშაბათს ვლადიმერ პუტინმა თურქეთში დაღუპულ ელჩს რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა. პუტინმა განაცხადა, რომ კარლოვი სამშობლოს ემსახურებოდა და გმირულად დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ ანდრეი კარლოვი ანკარაში ფოტოგამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას 22 წლის მევლუთ მერთ ალტინტასმა მოკლა. მან ელჩს ცხრაჯერ ესროლა. მოგვიანებით ტერორისტი სპეცრაზმელებმა მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები