ბერლინის ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

პოლიციური ოპერაციის გამო ბერლინის ცენტრში სავაჭრო ცენტრი დაიხურა, ასევე გაჩერებულია მეტროს და ტრამვაის მოძრაობა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Tagesspiegel იუწყება. სამართალდამცველებმა მეტროდან და სავაჭრო ცენტრიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.
ოპერაცია შენჰაუზერის რაიონში მიმდინარეობს. პოლიციამ აღნიშნულ მონაკვეთს ალყა შემოარტყა.
ცნობისთვის, გერმანიაში ამჟამად 23 წლის ტუნისელს ანის ამრის ეძებენ, რომელიც 19 დეკემბერს მომხდარი ტერაქტის ძირითადი ეჭვმიტანილია. მის შესახებ ინფორმაციისთვის 100 ათასი ევროს ჯილდოა დაწესებული.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები