ბერლინის საშობაო ბაზრობა, სადაც 19 დეკემბერს ტერაქტი მოხდა, კვლავ გახსნილია

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში კვლავ გაიხსნა საშობაო ბაზრობა, სადაც 19 დეკემბერს ტერაქტი მოხდა. ტერორისტული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა დ 50-ზე მეტი დაშავდა.
ბაზრობის გარშემო სპეციალური დამცავებია დამონტაჟებული. დაღუპულთა მოხსენიების პატივსაცემად იქ არ არის ჩართული საახალწლო განათება და არ უკრავს მუსიკა.
პარალელურად, მთელი გერმანიის მასშტაბით, პოლიცია სპეცოპერაციებს ატარებს. სამართალდამცველები 24 წლის ანის ამრის ეძებენ, რომელიც თავდასხმაში მთავარი ეჭვმიტანილია. პოლიციის ინფორმაციით, ამრი შეიარაღებულია. მისი ადგილსამყოფელის შესახებ დაწესებულია ჯილდო 100 ათასი ევროს ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები