სომხეთი ირანთან მეორე გაზსადენის მშენებლობას აპირებს

სომხეთი ირანთან დამაკავშირებელი მეორე გაზსადენის მშენებლობას აპირებს. ამის შესახებ ერევანში გამართულ ირანულ-სომხურ ბიზნესფორუმზე სომხეთის მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარემ, არსენ კაზარიანმა განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებაში რუსული „გაზპრომიც“ მონაწილეობს.
დღეს მოქმედი გაზსადენის გამტარიანობა 2,2, მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, თუმცა მილსადენით წლის განმავლობაში 400 მილიონი კუბური მეტრის მიწოდება ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები