ბიზნესის დერეგულაციის საკითხებში მრჩევლად ტრამპი 80 წლის მილიარდერს დანიშნავს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეკონომიკის  და ბიზნესის წესების და ნორმების რეფორმირების საკითხებში მრჩევლად ის 80 წლის მილიარდერს კარლ აიკანს დანიშნავს. ამის შესახებ ტრამპის შტაბი იუწყება.
კარლ აიკანი  უკვე 60 წელია ბიზნესით არის დაკავებული. ტრამპი მას ახასიათებს როგორც „ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მეწარმეს და ინვესტორს“.
აიკანი, ისევე როგორც ტრამპი, ნიუ-იორკში დაიბადა. ის აქტიურად არის დაკავებული საქველმოქმედო საქმიანობით. Forbes-ის ინფორმაციით, კარლ აიკანი მსოფლიოს გავლენიანი ბიზნესმენების სიაში 65-ე პოზიციაზეა. მისი კაპიტალი 16,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები