უკრაინის მთავრობამ „პრივატბანკი“ ერთ გრივნად შეიძინა

უკრაინა ოფიციალურად გახდა „პრივატბანკის“აქციების 100%-ის მეპატრონე. ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ ბანკი ერთ გრივნად შეიძინა. შესაბამის ხელშეკრულებას ფიზიკური პირების ანაბრების გარანტიის ფონდმა და უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ მოაწერეს ხელი.

ამ ინფორმაციის მიხედვით, „პრივატბანკს“ უზარმაზარი ვალი – დაახლოებით 5 მლრდ. დოლარი დაუგროვდა. ამ ბანკის აქციების 41%-ს ცნობილი უკრაინელი ოლიგარქი – იგორ კოლომოისკი ფლობდა.

„პრივატბანკის“ ნაციონალიზაციის შესახებ ჭორები დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა, თუმცა ამის შესაძლებლობას ბანკის მეპატრონეები და მისი მმართველობა კატეგორიულად გამორიცხავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები