იაპონიამ თავდაცვის რეკორდული ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 44 მილიარდ დოლარს უდრის

იაპონიის მთავრობამ 2017 წლის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 44 მილიონ აშშ დოლარს უდრის. ეს ფაქტი იაპონიას და ჩინეთს შორის ტერიტორიული დავის და ჩრდილოეთ კორეის გარშემო არსებული დაძაბულობის პარალელურად მოხდა. ახლა კანონს იაპონიის პარლამენტმა უნდა დაუჭიროს მხარი.
იაპონიის ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს ხუთი საპატრულო ხომალდის შეძენა და 200 საშტატო ერთეულით სანაპირო დაცვის შტატის გაზრდა. ასევე, გაუმჯობესებული იქნება ანტისარაკეტო თავდაცვა, ჩრდილოეთ კორეიდან არსებული საფრთხის საპასუხოდ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები