თურქეთის პროკურატურა იძიებს რატომ მოხდა რუსეთის ელჩის მკვლელის ლიკვიდაცია

თურქეთის პროკურატურა იძიებს, იყო თუ არა შესაძლებელი რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელის, მევლუთ მერთ ალთინთაშის ცოცხლად შეპყრობა.
სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ელჩის მკვლელობის შემდეგ ალთინთაშმა საგამოფენო დარბაზში რამდენიმე ექსპონატი ჩამოგლიჯა. როდესაც ადგილზე სპეცრაზმი მივიდა, ტერორისტმა მათ ცეცხლი გაუხსნა. შემდეგ სპეცრაზმელებმა ის ჯერ თეძოების არეში, შემდეგ კი მუხლებში დაჭრეს, ამის შემდეგ ელჩის მკვლელმა სროლა გააგრძელა.
„როდესაც მას უბრძანეს დაგვნებდიო, ალთინთაშმა ცეცხლით გვიპასუხა!“ – აცხადებენ თვითმხილველები.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერორისტი მას შემდეგ მოკლეს, რაც სამართალდამცველებმა ჩათვალეს, რომ ის ბომბის ამოქმედებას შეეცადა.
ცნობისთვის, რუსეთის ელჩის გამოძიების საქმეში 120 პირი მონაწილეობს, მათ შორის არიან რუსეთის წარმომადგენლებიც.
თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი 19 დეკემბერს საღამოს ანკარაში მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები