მოსკოვის მიწისქვეშა გადასასვლელში გაზის ბალონის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

მოსკოვში, მეტროსადგურ „კოლომენსკაიასთან“ მიწისქვეშა გადასასვლელში გაზის ბალონი აფეთქდა. დაშავებულია ორი ადამიანი. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება შედუღების სამუშაოების დროს მოხდა. ბალონმა ჰერმეტულობა დაკარგა და აფეთქდა. ამ ფაქტს მეტროპოლიტენის მუშაობა არ შეუფერხებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები