სირიაში სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად გაერომ სპეციალური შტაბი შექმნა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალური ორგანოს შექმნას მხარი დაუჭირა, რომელიც სირიაში საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას, მათ შორის, სამხედრო დანაშაულის და ადამიანურობის წინააღმდეგ დარღვევის ფაქტებს დააფიქსირებს.
რეზოლუციას გენერალური ასამბლეის 105-მა წევრმა  დაუჭირა მხარი. 15-მა სახელმწიფომ, მათ შორის რუსეთმა სირიამ, ირანმა, ჩინეთმა, კუბამ და ვენესუელამ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა ორგანომ უნდა შეაგროვოს, დაამუშაოს, შეინახოს და გააანალიზოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და დამოუკიდებელ და სამართლიან სისხლის სამართლის პროცედურებს ხელი შეუწყოს.
როგორც სხდომაზე გაეროში სირიის წარმომადგენელმა, ჯაფარ ჯაფარიმ განაცხადა, ამ ორგანოს შექმნა სირიის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის საქმეებში უხეში ჩარევაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები