მოსკოვის პოლიცია, ახალი წლის დღეებში, მოსახლეობის შეკრების ადგილებს სატვირთო მანქანებით ჩაკეტავს

უსაფრთხოების მიზნით, მოსკოვის პოლიცია ახალი წლის დღესასწაულის დღეებში, მოსახლეობის შეკრების ადგილებს სატვირთო მანქანებით ჩაკეტავს, – ამის შესახებ მოსკოვის პოლიციის წარმომადგენელმა ვიქტორ კოვალენკომ განაცხადა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ევროპაში ბოლო დროს მომხდარი ტერაქტების გათვალისწინებით არის მიღებული.
მან ასევე დაამატა, რომ ქალაქის შესასვლელში სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება მოხდება. პოლიცია ავტომანქანებში იარაღის და სხვა აკრძალული ნივთების არსებობას შეამოწმებს.
შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს, საღამოს, ბერლინის ცენტრში ტერორისტი სატვირთო ავტომობილით ხალხმრავალ ადგილას შევარდა. დაიღუპა 12 და დაიჭრა 50-ზე მეტი ადამიანი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები