პუტინმა დაღუპულ ელჩს გმირის წოდება მიანიჭა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთში დაღუპულ ელჩს ანდრეი კარლოვს რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„თურქეთში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე სიმტკიცისა და სიმამაცისთვის, რუსეთის საგარეო-პოლიტიკური კურსის რეალიზებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის ანდრეი კარლოვს რუსეთის გმირის წოდება მიენიჭოს“- წერია კრემლის საიტზე გავრცელებულ პუტინის ბრძანებულებაში.
ვლადიმერ კარლოვი ანკარაში 19 დეკემბერს მოკლეს. მას მოსკოვში ხუთშაბათს დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები