რით დასრულდა თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელის ბინაში ჩატარებული ჩხრეკა – გამოძიების ახალი დეტალები

თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელის მევლუთ მერთ ალთინთაშის ბინაში, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ტერორისტული დაჯგუფების „ალ ქაიდას“ და ფეთჰულაჰ გიულენის აკრძალული ორგანიზაციის ლიტერატურა აღმოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა 1news.az იუწყება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, მერთ ალთინთაში ფოტოგამოფენის შენობაში იმყოფებოდა, ის იქ დაზვერვის მიზნით მივიდა. ელჩის მკვლელობისთვის ის საგულდაგულოდ ემზადებოდა. ერთი დღით ადრე მან სამსახურში შვებულება აიღო და გალერეის მახლობლად მდებარე სასტუმროში ოთახი იქირავა. სასტუმროში მკვლელმა ნომერი 214 იქირავა. მკვლელობის დღეს მან წვერი გაიპარსა და კოსტიუმი ჩაიცვა. სასტუმროდან ის ადგილობრივი დროით 17.30-ზე გავიდა და თანამედრვე ხელოვნების ცენტრში წავიდა. გალერეის შესასვლელში დაცვამ ის შეამოწმა. ალთინთაშმა პოლიციელის საბუთი აჩვენა და ის დაუბრკოლებლად შეუშვეს. იქ მკვლელი ელჩის ზურგს უკან დადგა. რამდენიმე წუთში მან სროლა დაიწყო და ელჩი მოკლა. როდესაც ელჩი წაიქცა, ალთინთაში მასთან მივიდა და კიდევ რამდენჯერმე ესროლა. ამის შემდეგ კი დაიწყო ყვირილი „გახსოვდეთ სირია და ალეპო!” გამოძიების ინფორმაციით, ელჩს 9 ტყვია მოხვდა. ალთინთაშმა ელჩი თურქული წარმოების პისტოლეტ Canik-ოდან მოკლა. სპეცრაზმის მისვლამდე მკვლელთან მოლაპარაკება ერთ-ერთმა პოლიციელმა სცადა და მას დანებება ურჩია, თუმცა ალთინთაშმა უპასუხა “მე აქედან ცოცხალი ვერ გავალ და ამისთვის არ მოვსულვარ, რომ ცოცხალი გადავრჩე.” რამდენიმე წუთში ის სპეცრაზმელებმა მოკლეს. დამნაშავის მამა ისრაფილ ალთინთაში, დედა ჰამდიე და და ზეხერ ოზეროღლუ დაკავებულები არიან. საერთო ჯამში ამ დროისთვის ელჩის მკვლელობის საქმეზე 12 პირია დაკავებული. პოლიციამ დაკითხა ალთინთაშის კლასელები, კურსელები, კოლეგები და სხვა პირები.
son20161219225525_55 thumb_20161219083101891 20161220-2-20804528-17180790-webc1reor80tu-ja8m6dk5u0a

Rusya'nın Ankara Büyükelçisi Andrey Karlov'a silahlı saldırı gerçekleştiren ve operasyonla etkisiz hale getirilen Mevlüt Mert Altıntaş'ın, Keçiören ilçesi Kalaba Mahallesi'nde avukat arkadaşıyla aynı evi paylaştığı öğrenildi. ( Ahmet İzgi - Anadolu Ajansı )

fft16_mf8207897 thumbs-b-c-26008ea334366b2ed1f66a2f3bc162b9enxqkkf8ju-juc_lw8u9ca

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები