ე.წ. სამხრეთ ოსეთის „უშიშროება”: მხილებულია 7 ჯაშუში, რომლებიც საქართველოსთვის მუშაობდნენ

ე.წ. სამხრეთ ოსეთის 7 მკვიდრი ქართული სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობაშია მხილებული, – ამის შესახებ ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის „უშიშროების კომიტეტის“ თავმჯდომარემ ვიქტორ შარგაევმა განაცხადა. მისივე თქმით, მხილებულია საქართველოს სპეცსამსახურების 8 თანამშრომელი, რომლებიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებაზე მუშაობენ.
როგორც შარგაევმა განაცხადა, ამ პირებს მკაცრი გაფრთხილება მიეცათ, ამჟამად ისინი ოსურ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ და მკაცრ კონტროლზე არიან აყვანილები.
შარგაევმა ასევე განაცხადა, რომ 2016 წელს დაკავებულები არიან პირები, რომლებსაც ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო პრეპარატები გადაჰქონდათ, ასევე აღმოჩენილია არხი, რომლითაც რუსეთიდან საქართველოში ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით ხიზილალა შეჰქონდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები