ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი მოინახულა

2016 წლის 20 დეკემბერს, საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმირ მაკეი საოკუპაციო ხაზისგასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია. ვლადიმირ მაკეი ადგილზე გაეცნო რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ მავთულხლართების და სხვა ხელონური ბარიერების აღმართვის შედეგად შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას. ბელარუსის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათი პრობლემების შესახებ მოისმინა.

„მნიშვნელოვანი იყო, რომ გავცნობოდი შექმნილ ვითარებას. არ ვისურვებდი არც ჩემი ქვეყნის და არც თქვენი ქვეყნის მიწაზე ისეთი ბარიერების დანახვას, რომლებიც ადამიანებს აბრკოლებს მოინახულონ ახლობლები, დაეხმარონ დაავადებულ ნათესავებს, გადაარჩინონ ადამიანები ან იცხოვრონ ჩვეულებრივად. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ ჩვენს რეგიონებში სუფევდეს მშვიდობა და სტაბილურობა,”-აღნიშნა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ვლადიმირ მაკეი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 2016 წლის 19-20 დეკემბერს ეწვია.
ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრები გამართა საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველოში ბელორუსის საელჩოს გახსნის საზეიმო ცერემონიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები