რუსეთის ელჩი – აზერბაიჯანში რუსეთის საელჩო გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფება 

აზერბაიჯანში რუსეთის  საელჩოს შენობა გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფება. ამის შესახებ გამოცემა haqqin.az-ს რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა ვლადიმერ დოროხინმა განუცხადა.
დოროხინმა ეს ფაქტი ანკარაში რუსეთის ელჩის მკვლელობას დაუკავშირა და ამას “ექსტრაორდინარული მოვლენა“ უწოდა.
„ჩვენ არ უნდა დავნებდეთ ტერორისტებს და არ უნდა დავიმალოთ, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.  რუსეთის საელჩო აზერბაიჯანში გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფება“ – განაცსადა დოროხინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები