ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაცია ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
„2016 წლის 20 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7823 შეადგინა“, – ნათქვამია განცხადებაში.