ბერლინში სატვირთო მანქანის მძღოლი დააკავეს, რომელმაც ტერაქტი მოაწყო

გერმანიის პოლიციამ სატვირთო მანქანის მძღოლი დააკავა, რომელიც საშობაო ბაზრობაზე შევარდა. ტერაქტის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. გამოცემა “Bild”-ის ინფორმაციით, მძღოლთან ერთად ავტომობილში მგზავრიც იმყოფებოდა, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს.
ბაზრობა კაიზერ ვილჰელმის მემორიალური ეკლესიის მახლობლად მდებარეობდა. ამჟამად შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სპეცრაზმი პატრულირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები