თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს
თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ადამიანების რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული არიან მკვლელის დედა და და. ორი პირი იძებნება. დასახლება სსკეში, სადაც მკვლელის ოჯახი ცხოვრობდა, ამჟამად სპეცოპერაცია მიმდინარეობს და ადამიანებს აკავებენ.