აშშ-ში ამომრჩეველთა კოლეგიამ დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტად დაამტკიცა
შეერთებული შტატების ამომრჩეველთა კოლეგიამ დონალდ ტრამპი ქვეყნის 45-ე პრეზიდენტად ოფიციალურად დაამტკიცა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ტრამპს კოლეგიის 270-მა წევრმა დაუჭირა მხარი, რაც საკმარისია არჩევნებში გამარჯვებისთვის. პირველი, ვინც ტრამპს გამარჯვება მიულოცა, მომავალი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსია. მან ტვიტერში დაწერა, რომ ახლა ტრამპი ოფიციალურად არის აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი.