ციურიხში მდებარე მეჩეთში უცნობი მამაკაცი შეიჭრა – დაჭრილია 3 ადამიანი, ნაპოვნია ერთი ცხედარი – ვიდეო

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, ისლამურ ცენტრთან, მეჩეთში უცნობი მამაკაცი შეიჭრა და მლოცველებს ცეცხლი გაუხსნა, დაშავებულია 3 ადამიანი, თავად თავდამსხმელი კი ადგილიდან მიიმალა.
მეჩეთის მახლობლად აღმოჩენილია უცნობი მამაკაცის ცხედარი, რომელიც შესაძლოა, იმავე თავდამსხმელის მსხვერპლი იყოს. პოლიციის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს იმ მამაკაცის ძიება, რომელიც ისლამურ ცენტრთან ისროდა.
ამ დრომდე მომხდარს არ აქვს ტერაქტის კვალიფიკაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები