თეთრი სახლი: დიპლომატიური კორპუსის წევრის საზარელი მკვლელობა მიუღებელია
აშშ-ის თეთრი სახლი თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობასთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და გმობს მომხდარს. თეთრი სახლი სამძიმარ უცხადებს ელჩის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და თანაუგრძნობს რუს ხალხსა და რუსეთის მთავრობას.
„აშშ მტკიცედ გმობს თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობას. სამძიმარს ვუცხადებთ ელჩი კარლოვის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და თანავუგრძნობთ რუს ხალხსა და რუსეთის მთავრობას. დიპლომატიური კორპუსის წევრის ეს საზარელი მკვლელობა მიუღებელია და რუსეთთან და თურქეთთან ერთად გამოვხატავთ მზადყოფნას, დავუპირისპირდეთ ტერორიზმის ყოველ გამოვლინებას“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
გუშინ თურქეთში რუსეთის ელჩი – ანდრეი კარლოვი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლეს.