ამერიკის საელჩო საქართველოში თურქეთში რუსი დიპლომატის მკვლელობას გმობს
ამერიკის საელჩო საქართველოში, თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობას გმობს და ორივე ქვეყანას თანადგომას უცხადებს.
“შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ანკარაში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობას, რამაც, გავრცელებული ინფორმაციით, სხვებიც დააზიანა. ჩვენი ფიქრითა და ლოცვით ელჩ კარლოვისა და სხვა მსხვერპლთა ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ვართ. ვუსამძიმრებთ რუს ხალხსა და მთავრობას. ეს საზარელი თავდასხმა დიპლომატიური კორპუსის წევრზე მიუღებელია და ჩვენ რუსეთისა და თურქეთის გვერდით ვდგავართ ტერორიზმის ყველა ფორმის წინააღმდეგ“, – აღნიშნულია განცხადებაში.