პუტინი რევანშზე საუბრობს: ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ მართავდა მკვლელის ხელს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობაზე პასუხი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება იქნება.
„დამნაშავეები საკეთარ თავზე იგრძნობენ ამ პასუხს. რუსეთის ფედერაციის გამოძიების კომიტეტმა უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაუყოვნებლივ გაემგზავრება ანკარაში, სადაც თურქ კოლეგებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ გამოძიებაში. შეთანხმება ამის შესახებ უკვე მიღწეულია თურქეთის პრეზიდენტთან. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ მართავდა მკვლელის ხელს“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.