ბერლინში პოლიციამ, იმ ავტომანქანის მძღოლი დააკავა, რომელიც საშობაო ბაზრობაზე შეიჭრა და 9 ადამიანი იმსხვერპლა

Police and emergency workers are at the site of an accident at a Christmas market on Breitscheidplatz square near the fashionable Kurfuerstendamm avenue in the west of Berlin, Germany, December 19, 2016. REUTERS/Fabrizio Bensch

გერმანიაში, ბერლინში პოლიციამ იმ ავტომანქანის მძღოლი დააკავა, რომელიც საშობაო ბაზრობაზე შეიჭრა და 9 ადამიანი იმსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის ადგილობრივ ზოოპარკთან დააკავეს. მისი ვინაობა ჯერჯერობით უნცობია. ბერლინის პოლიცია მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს. შემთხვევა ქალაქის ცენტრში, ეკლესიასთან მოხდა. სატვირთო მანქანა საშობაო ბაზრობაზე შევარდა, რა დროსაც 9 ადამიანი იმსხვერპლა და ათეულობით დაშავდა.
პოლიცია ვარაუდობს, რომ მომხდარი ტერაქტია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები