ბერლინის ცენტრში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა – არიან დაშავებულებიც (ფოტოკოლაჟი)
გერმანიაში, ბერლინის ცენტრში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი. ინციდენტი ეკლესიასთან მოხდა, რა დროსაც სატვირთო მანქანა საშობაო ბაზრობაზე შევარდა.
პოლიციის ვარაუდით, მომხდარი ტერაქტია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სატვირთო მანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
