ციურიხში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიჭრა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სროლა ისლამური ცენტრის შენობასთან მოხდა.
სროლისა და რამდენიმე ადამიანის დაჭრის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ციურიხის პოლიციაც, თუმცა სამართალდამცავ უწყებაში დეტალებზე არ საუბრობენ.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადებია მობილიზებული. ამ დროისთვის თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები