თურქეთის საგარეო უწყება: არ დავუშვებთ ამ მკვლელობამ ჩრდილი მიაყენოს ორი ქვეყნის ურთიერთობას
თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა რუსულ-თურქულ ურთიერთობებს ჩრდილს ვერ მიაყენებს, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედია წერს, ელჩის მკვლელობის მიუხედავად, მოსკოვში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს ვიზიტი არ გადაიდება.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ტერორისტულ თავდასხმას. ტერორისტი ლიკვიდირებულია. ჩატარდება ძირფესვიანი გამოძიება. ელჩი კარლოვი იყო ბრწყინვალე დიპლომატი და ადამიანი. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ამ მკვლელობამ ჩრდილი მიაყენოს ორი ქვეყნის ურთიერთობას“, – აცხადებენ თურქეთის საგარეო უწყებაში.