ერდოღანსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

თურქეთის პრეზიდენტსა და რუსეთის პირველ პირს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი რუსეთის ელჩი გარდაიცვალა. თავდასხმა ანკარაში, ფოტოგამოფენის გახსნაზე მოხდა, სადაც ანდრეი კარლოვი სიტყვით გამოდიოდა. მას ზურგიდან ესროლეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ელჩის გარდა, დაჭრილია კიდევ რამდენიმე პირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები