რუსეთმა თურქეთში ელჩზე მომხდარი თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა

ოფიციალურმა რუსეთმა თურქეთში, რუსეთის ელჩზე ანდრეი კარლოვზე მომხდარი თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა.
როგორც რუსული მედია იტყობინება, მამაკაცი, რომელიც რუს დიპლომატს თავს დაესხა 22 წლის თურქეთის მოქალაქეა. თავდასხმის დროს იგი ისლამისტურ-ექსტრემისტულ ლოზუნგებს წარმოსთქვამდა. როგორც ცნობილია, მან საგამოფენო სივრცეში პოლიციის ოფიცრის ყალბი მოწმობით შეაღწია. თავდასხმის შემდეგ ადგილობრივმა სამართალდამცველებმა მისი ლიკვიდაცია მოახდინეს.
„დღეს რუსეთის დიპლომატიისთვის ტრაგიკული დღეა“, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის შსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ანდრეი კარლოვს რამდენჯერმე მაშინ ესროლეს, როდესაც იგი ფოტოგამოფენა „რუსეთი თურქი ხალხის თვალით“ – ესწრებოდა. რუსი დიპლომატი საავადმყოფო „გიუბენში“ გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები