თურქეთში რუსეთის ელჩზე თავდასხმას ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა

თურქეთში რუსეთის ელჩზე ანდრეი კარლოვზე თავდასხმას უკვე ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა. რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დაიბარა, რათა მათგან მომხდარის შესახებ ანგარიში მოისმინოს. პუტინის ბრძანების შესახებ ინფორმაციას ფედერალური ხელისუფლების პირველი პირის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აჟღერებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, 62 წლის რუს დიპლომატს ზურგში ესროლეს. ფოტოგამოფენაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად კიდევ 3 პირია დაჭრილი.
არსებული ინფორმაციით, რუსეთის ელჩი მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. ასევე ლიკვიდირებულია თავდამსხმელიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები