“რია ნოვოსტის” ინფორმაციით, თურქეთში რუსეთის ელჩი თავდასხმის დროს მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა

თურქეთში რუსეთის ელჩი თავდასხმის დროს მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
თურქეთში რუსეთის ელჩზე, ანდრეი კარლოვზე თავდასხმა დღეს საღამოს განხორციელდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის ფოტოგამოფენას ესწრებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სი ენ ენ“-ის თურქეთის ბიურო ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მას ესროლეს. მათივე ცნობით, ელჩი თავდაპირველად სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაჭრილი.
აღსანიშნავია, რომ თურქეთში, ბოლო პერიოდში, სირიაში რუსეთის პოლიტიკის გამო საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები