პირი, რომელმაც რუს დიპლომატს ესროლა, სამართალდამცველებმა მოკლეს (ფოტო+18)

პირი, რომელმაც რუს დიპლომატს ესროლა, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ “ვესტი რუ” ავრცელებს.
თურქეთში რუსეთის ელჩზე, ანდრეი კარლოვზე თავდასხმა დღეს საღამოს განხორციელდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის ფოტოგამოფენას ესწრებოდა.
არსებული ინფორმაციით, მას ესროლეს. მათივე ცნობით, ელჩი თავდაპირველად სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაჭრილი.
აღსანიშნავია, რომ თურქეთში, ბოლო პერიოდში, სირიაში რუსეთის პოლიტიკის გამო საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება.

“რია ნოვოსტის” ინფორმაციით, თურქეთში რუსეთის ელჩი თავდასხმის დროს მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები