სასწრაფოდ: თურქეთში რუსეთის ელჩს ესროლეს

თურქეთში რუსეთის ელჩზე, ანდრეი კარლოვზე თავდასხმა განხორციელდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის ფოტოგამოფენას ესწრებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სი ენ ენ“-ის თურქეთის ბიურო ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მას ესროლეს. მათივე ცნობით, ელჩი სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაჭრილი.
გამოცემა Hurriyet წერს, რომ, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც რუსი დიპლომატი მისასალმებელ სიტყვას წარმოსთქვამდა. ანდრეი კარლოვს სწორედ ამ დროს ესროლეს. ელჩს მძიმე დაზიანებები აღენიშნება და მას ადგილობრივ საავადმყოფოში მკურნალობენ.
აღსანიშნავია, რომ თურქეთში, ბოლო პერიოდში, სირიაში რუსეთის პოლიტიკის გამო საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები