რუსეთში პარფიუმერული ნაწარმის დალევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა

რუსეთის ქალაქ ირკუტსკში პარფიუმერული ნაწარმის „ბოიარიშნიკის“ დალევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა. 57 ადამიანი მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თავდაპირველად ინფორმაცია 25 დაღუპულის შესახებ გავრცელდა.
სააგენტო “როიტერის“ ცნობით, საუბარია სააბაზანო ტანის ლოსიონზე, რომელიც მეთილის სპირტს შეიცავდა. საუბარია 35-50 წლის მამაკაცებზე და ქალებზე.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის წარმოება, შენახვა და რეალიზება“. ამ დანაშაულზე სასჯელი 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები