სტალონემ, ტრამპს, ხელოვნების ნაციონალური ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავებაზე უარი უთხრა

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა სილვესტერ სტალონემ განაცხადა, რომ ის ძალიან მოხიბლულია აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის წინადადებით, რომელმაც მას ხელოვნების ნაციონალური ფონდის ხელმძღვანელობა შესთავაზა, მაგრამ ის საზოგადოებრივი საქმიანობით არის დაკავებული და ეს ურჩევნია.

„ჩემი აზრით, გაცილებით დიდი სარგებლის მოტანა შემიძლია სახლში ომიდან დაბრუნებულ სამხედროებზე ზრუნვით და მათი პრობლემების მოგვარებით. ეს გმირები იმსახურებენ ღირსეულ სამსახურს, სათანადო საცხოვრებელ ადგილს და ფინანსურ მხარდაჭერას“, – განაცხადა სტალონემ.

რამდენიმე დღის წინ გამოცემა Daily Mail-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰოლივუდელ სუპერვარსკვლავს სილვესტერ სტალონეს ხელოვნების ნაციონალური ფონდის ხელმძღვანელობა შესთავაზა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები