დიდი ბრიტანეთის 101 წლის მოქალაქეს ბავშვთა გარყვნისთვის 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ინგლისის ქალაქ ბირმინგემის სასამართლომ 101 წლის რალფ კლარკს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის არასრულწლოვნებზე სექსუალური ხასიათის ზეწოლაში დამნაშავედ ცნეს.
სასამართლომ რალფ კლარკი არასრულწლოვანთა მიმართ გარყვნილების 30 ფაქტზე დამნაშავედ ცნო. დანაშაული 1974-დან 1983 წლამდე იყო ჩადენილი. კლარკის მსხვერპლს შორის ორი გოგო და ერთი ბიჭია.
რალფ კლარკი 1915 წელს არის დაბადებული, ის ბრიტანეთის მართლმსაჯულების ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული განსასჯელია.
კლარკის დანაშაულების შესახებ ცნობილი გახდა 2015 წელს, როდესაც პოლიციას მისი სექსუალური ზეწოლის მორიგმა მსხვერპლმა მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები