ერაყში ტერაქტი მსხვერპლით დასრულდა

ერაყის ქალაქ ელ-ფალუჯასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა. ტერორისტებმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს. ამის შესახებ ტელეკომპანია Sky News Arabia იუწყება.
ამჟამად ერაყში მოქმედი არცერთ დაჯგუფებას ტერაქტზე პასუხისმგებლობა არ აუღია.
ცნობისთვის, ერაყის შეიარაღებული ძალები და ქურთი მოხალისეები ქალაქ მოსულის აღებას ცდილობენ, რომელსაც „ისლამური სახელმწიფოს” „ბოევიკები“ აკონტროლებენ. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის შტურმი უკვე მესამე თვეა მიმდინარეობს, მოსულის აღება ვერ ხერხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები