ირაკლი კობახიძე: ხარჯების 2 მილიონი ლარით შეკვეცას მოვახერხებთ

ხარჯების 2 მილიონი ლარით შეკვეცას მოვახერხებთ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძე მიიჩნევს, რომ მთავრობას ეკონომიკური განვითარების მკაფიო ხედვა აქვს, რაც პრემიერის ოთხპუნქტიან გეგმაშია ასახული.
„ვფიქრობთ, ხარჯების 2 მილიონი ლარით შეკვეცას მოვახერხებთ. ამაზე პარლამენტსა და მთავრობას შორის კონსულტაციები აქტიურად გაგრძელდება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
მისივე განმარტებით, ადმინისტრაციული ხარჯების 10 პროცენტიანი შემცირება არ ნიშნავს, რომ მისი შეკვეცა მხოლოდ კადრების შემცირების ხარჯზე მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები