2016 წელს მსოფლიოში 74 ჟურნალისტი დაიღუპა

საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს მიღმა“ ინფორმაციით, 2016 წელს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მსოფლიოში 74 ჟურნალისტი დაიღუპა. მათ შორის არის 57 პროფესიონალი ჟურნალისტი, რვა უშტატო თანამშრომელი და ცხრა ბლოგერი. ორგანიზაციის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ჟურნალსტების უმეტესობა მიზანმიმართულად მოკლეს. ამით მკვლელები სხვა ჟურნალისტების დაშინებას ცდილობდნენ.
ყველაზე მეტი ჟურნალისტი – 19, მიმდინარე წელს სირიაში დაიღუპა. შემდეგ ავღანეთი მოდის, სადაც 10 ჟურნალსიტი მოკლეს. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს მექსიკაზე. აქ 2016 წელს 9 ჟურნალისტი დაიღუპა. ამ ქვეყანაში საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს, რაც ასეთი ქვეყნებისთვის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ეს იმაზე მეტია, ვიდრე წლის განმავლობაში ერაყსა და იემენში დაღუპული ჟურნალისტების რაოდენობა. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში მსოფლიოში 750 ჟურნალისტი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები