რუსეთში პარფიუმერული ნაწარმის დალევის შედეგად, 25 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთის ქალაქ ირკუტსკში 25 ადამიანი მას შემდეგ გარდაიცვალა. რაც პარფიუმერული ნაწარმი დალიეს. სააგენტო “როიტერის“ ცნობით, საუბარია სააბაზანო ტანის ლოსიონზე, რომელიც მეთილის სპირტს შეიცავდა. „ბი ბი სის“ ცნობით, ამ ადამიანებმა კოსმეტიკური საშუალება „ბოიარიშნიკი“ დალიეს.
რამდენიმე ადამიანი ჰოსპიტალიზებულია და მათი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. საუბარია 35-50 წლის მამაკაცებზე და ქალებზე.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები