საქართველოში ესპანური კომპანიების – Dereza Iberico და Provedo ინიციატივით სანერგე მეურნეობა მოეწყობა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილი იური ნოზაძე და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ნერგების მწარმოებელი ესპანური კომპანიების Dereza Iberico-ს და Provedo-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
rogorc “კვირას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა სანერგე მეურნეობებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის განცხადებით, საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის, კერძოდ კი, მეხილეობის განვითარებისთვის ახალი, კონკურენტუნარიანი ჯიშების შემოტანა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
შეხვედრაზე კომპანია Provedo-ს წარმომადგენელმა, ქართულ მხარეს კომპანიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. Provedo-ს საქმიანობა სანერგე მეურნეობაში ხეხილის ახალი ჯიშების ნატურალური მეთოდით გამოყვანას მოიცავს. ნერგების შემოწმებას კომპანია საკუთარ ლაბორატორიებში ახორციელებს.
მხარეები შეთანხმდნენ სამომავალო თანამშრომლობაზე, რომლის ფარგლებშიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისთვის ხეხილის და აგროსატყეო უნიკალური ნერგების უფასოდ გადაცემა იგეგმება. ახლო მომავალში, ესპანური კომპანიები Dereza Iberico და Provedo საქართველოში სანერგე მეურნეობის მოწყობასაც გეგმავენ. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ესპანური კომპანიების მიწვევით, ქართველი სპეციალისტები ესპანეთში გაემგზავრებიან, კომპანიების სანერგე მეურნეობებს დაათვალიერებენ და წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებს ადგილზე გაეცნობიან. უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის ქვეყნებს შორის ესპანეთი კურკოვანი ხილის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ესპანური კომპანიის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზები დაათვალიერეს, ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს და ხეხილოვანი კულტურის გასხვლის თანამედროვე ტექნოლოგია გააცნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები