შვიდი წლის ალეპოელი გოგონა, რომელიც ტვიტერში შველას ითხოვდა, ქალაქიდან ევაკუირებულია

შვიდი წლის სირიელი გოგონა ბანა ალაბედი, რომლიც ალეპოში შექმნილ სიტუაციას ტვიტერში აღწერდა, ქალაქიდან ევაკუირებულია. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია Syrian American Medical Society იუწყება.
კვირას საღამოს ალეპოდან სულ მცირე 350 ადამიანი იყო ევაკუირებული. ეს პროცესი ორშაბათსაც გრძელდება.
ბოლო პოსტში ბანა ალაბედის დედა თურქეთის პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს მიმართავს. „ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ იმაში, რომ ქალაქიდან გასვლა შევძლოთ. ამისთვის სამშვიდობო შეთანხმების შესრულებაა აუცილებელი. ჩვენ ძალიან დავიღალეთ, გვიშველეთ, გთხოვთ“, – დაწერა მან.
ბანა ალაბედის სტატუსები ტვიტერში მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. 5 დეკემბერს ის სოციალური ქსელებიდან მოულოდნელად გაქრა, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ უსაფრთხო ადგილას იმყოფება.
ცნობისთვის, აღმოსავლეთ ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია 15 დეკემბერს დაიწყო. მას შემდეგ ალყაშემორტყმული ქალაქი ათასობით ადამიანმა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები