ირანი 100 Airbus-ის შეძენას გეგმავს

ირანის ხელისუფლება იუწყება, რომ ევროპულ ავიაკონცერნ Airbus-თან 100 ავიალაინერის შეძენის საკითხი შეათანხმეს. ხელშეკრულება უახლოეს მომავალში იქნება გაფორმებული. ამის შესახებ „ბი-ბი-სი” იუწყება. ლაინერების შეძენა 2017 წელს დაიწყება.
კონტრაქტის მიხედვით, Airbus-ი ირანს ოთხი მოდელის თვითმფრინავებს მიაწვდის, ესენია А320, А321 და ფართოფიუზელიაჟიანი А330 და А350
გასულ კვირას ირანმა კომპანია „ბოინგთან“ 80 ავიალაინერის შეძენის კონტრაქტიც გააფორმა.
„ბოინგს“ და Airbus-ს ირანთან კონტრაქტების გაფორმების უფლება ამ ქვეყნისთვის საერთაშორისო სანქციების ეტაპობრივი გაუქმების ფარგლებში მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები