მასწავლებელთა კონფერენცია სახელწოდებით – „თანადროული განათლების სკოლა 3“ გაიმართება

სსიპ ქალაქ თბილისის #82 საჯარო სკოლის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მასწავლებელთა კონფერენცია სახელწოდებით – „თანადროული განათლების სკოლა 3.“
კონფერენცია ყოველწლიურია და მისი მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, საზოგადოებისთვის სკოლის მუშაობის ანგარიშის წარდგენა და წარმატებული გამოცდილების გაზიარება. კონფერენცია „თანადროული განათლების სკოლა 3“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტის „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ ერთგვარი უკუკავშირია.
სსიპ ქალაქ თბილისის #82 საჯარო სკოლის მისიაა სახელმწიფოს სტრატეგიისა და საერთაშორისო თანამეგობრობაში გაერთიანების მიზნების შესაბამისად განათლების ხარისხის ამაღლება და მუდმივი განახლება; ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების გაძლიერებული სწავლების სტდანდარტების შემუშავება, მათი უზრუნველყოფისა და განვითარების მექანიზმების დანერგვა. ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი ახალგაზრდების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და კვლევისთვის აუცილებელი გარემოსა და პირობების შექმნა.
კონფერენცია ჩატარდება 20 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
მის: გიორგი წერეთლის ქ. №1( ვაკის პარკთან)
საკონტაქტო ტელეფონი: 555972098
597472266
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები