ეკა ბესელია მაია რჩეულიშვილზე: კონკრეტული საქმის განხილვის პროცესში ვერ ჩავერევით

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე, მის შესაძლო გათავისუფლებაზე, კომენტარს აკეთებს.
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კითხვის პასუხად განუცხადა, ქვეყანაში არსებობს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, რომ მან მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება, რომლითაც უნდა გაითვალისწინოს პირის ნებისმიერი, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობა, – განაცხადა ბესელიამ.
ბესელიას თქმით, ის კონკრეტული საქმის განხილვის პროცესში ვერ ჩაერევა.
”კონკრეტული საქმის განხილვის პროცესში ვერ ჩავერევით. სასამართლო პროცესის დროს პოლიტიკური პირების მხრიდან რაიმე ტიპის მითითებების მიცემა არის პირდაპირი ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში და ისჯება კანონით. ამიტომ არსებობს ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, რომ მან მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება, რომლითაც უნდა გაითვალისწინოს პირის მდგომარეობა, ნებისმიერი, მათ შორის ჯანმრთელობის კუთხით”, – განაცხადა ეკა ბესელიამ და დასძინა, რომ დამატებით კომენტარს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ვერ გააკეთებს.
მაია რჩეულიშვილს გულის, ფილტვის და კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვს და ის ფაქტობრივად, ანორექსიის ზღვარზეა მისული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები