გიორგი ვაშაძე აქციებს აანონსებს

საქართველოში, თებერვლიდან, კონკრეტული აქციები გააქტიურდება, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძე, ზამთრის მიწურულს ახალი პოლიტიკური მოძრაობის დასაწყისს დაანონსებს, თუმცა ვინ გაერთიანდებიან ამ პოლიტიკურ ძალაში, “ახალი საქართველოს” ლიდერი არ აკონკრეტებს.
„ჩვენ დავიწყებთ თებერვლიდან გააქტიურებას. მხოლოდ ათი დღე მქონდა, რომ დამესვენა ბავშვებთან ერთად სახლში, ახლა კი ისევ ვიწყებთ აქტიურობას. თებერვლიდან ჩვენს სამოქმედო გეგმას კონკრეტული აქციებით დაინახავთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები